მედიცინამსოფლიო

საფრანგეთი ვირუსის შეკავებას ვეღარ ახერხებს და ქვეყანა ინფიცირების ახალ ტალღას ელოდება

პარიზის საავადმყოფოები კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინში არიან.

როგორც Bloomberg-ი წერს, საფრანგეთის კოვიდ-შეზღუდვები ვირუსის შეკავებას ვეღარ უზრუნველყოფს და ქვეყანა ინფიცირების ახალ ტალღას ელოდება. ამის შესახებ პარასკევის ბრიფინგზე პარიზის კლინიკების ოპერატორის, AP-HP-ის სამედიცინო კრიზისების დირექტორმა ბრუნო რიუმ განაცხადა.

„ნათელია, რომ ჩვენ მომდევნო კვირებში ძალიან რთული პერიოდი გველის“, – თქვა მან.

ცნობისთვის, მხოლოდ პარასკევს ქვეყანაში კორონავირუსის 22 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 651 ადამიანი. საერთო ჯამში საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 78 603 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 296 747 დაინფიცირდა.

წყარო: bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close