fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8-14 თებერვალი

8-იდან 10 თებერვლამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი საქმიანობა შესამჩნევად შემცირდება. ეს გასაკვირი არ არის – მთვარე იკლებს! შეეცადეთ დიდი ენერგია არ დახარჯოთ. უარი თქვით დაგეგმილ მნიშვნელოვან საქმეებზე, შეცვალეთ გრაფიკი, კარგი იქნება, თუ პასიურ დასვენებას მეტ დროს დაუთმობთ – ეს ახლა საუკეთესო თერაპია იქნება.

11 თებერვალს ახალი მთვარეა. სავარაუდოდ, ამ დღეს მოწყენილობა დაგეუფლებათ. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთულია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ცუდი განწყობის მიუხედავად, თქვენი რუტინული საქმიანობა გააგრძელეთ – ძალიან არ დაიტვირთებით, თქვენი აზრები კი ამ საქმეებზე გადაერთვება და განიმუხტებით.

12 თებერვლიდან 14 თებერვლამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს დრო ძალიან კარგია სერიოზული ფინანსური საქმეებისთვის, დიდი გეგმების განსახორციელებლად, უძრავი ქონების, დაზღვევის, მემკვიდრეობის, გადასახადების პრობლემების გადასაჭრელად. წარმატებული იქნება უცხო ქვეყნებთან და უცხოელებთან დაკავშირებული საქმეები. წარმატებული უნდა იყოს მსხვილი შენაძენებიც.

 

ვერძი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ წარმატებით მოაგვარებთ ისეთ საკითხს, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა. ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობას ეხება. თქვენი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. მოსალოდნელია, რომ კვირის ბოლოს ფინანსები გაგიჩნდებათ. დახარჯეთ ის არა საკუთარი თავისთვის, არამედ თქვენი ახლობლებისთვის. მომავალში ასმაგად აინაზღაურებთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კურო

პლანეტების ხელსაყრელი გავლენის გამო რომანტიკული განწყობა გარანტირებული გაქვთ! ქალბატონები მზად იყავით მამაკაცებისგან კომპლიმენტებისა და საჩუქრების მისაღებად. ამ კვირაში რეკომენდებული არ არის დიდი ბიზნესის წამოწყება და სერიოზული გარიგებების დადება. უმჯობესია ეს დრო სხეულისა და სულის სასარგებლოდ გაატაროთ, დაისვენოთ ისე, როგორც დიდი ხანია ოცნებობთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რასაც პლანეტების პოზიცია განსაზღვრავს. არ არის გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამუშაოსთან ან თუნდაც ახალ ადგილზე გადასვლასთან. შეეცადეთ ყველა საყოფაცხოვრებო საკითხი მოაგვაროთ. რემონტისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ეს შესანიშნავი დროა, აგრეთვე, თვითგანვითარებისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კირჩხიბი

ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს. სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება. სამსახურში ნაკლები კომუნიკაცია გქონდეთ კოლეგებთან: თქვენთან დაკავშირებით ისინი რაღაცას გეგმავენ. საქმით გადატვირთული პერიოდი საშუალებას არ მოგცემთ საკმარისი დრო გაატაროთ ოჯახთან. ფრთხილად იყავით გზაზე, უმჯობესია ამ კვირაში საერთოდ არ მართოთ მანქანა.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

აღიარებული ლიდერი ხართ ოჯახში. თქვენგან ყველა კარგ რჩევას ელოდება, ამიტომ მოემზადეთ – არა მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა, არამედ პასუხისმგებლობაც მოგიწევთ საკუთარ ნათქვამზე. ზოგიერთ თქვენს ახლობელს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს და მზად უნდა იყოთ, რომ მათ საკმარისი დრო და ყურადღება დაუთმოთ. პროფესიულ ფრონტზე კვირა ინტენსიურ, მაგრამ ნაყოფიერ და ეფექტიან მუშაობას გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ქალწული

სავარაუდოდ, ამ კვირაში მეგობრებისა და ოჯახის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. პლანეტების გავლენით, ადამიანებზე გავლენას მოახდენთ თქვენი ხიბლით და ახალ კონტაქტებსაც დაამყარებთ. თუ 12-იდან 14 თებერვლამდე საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, უარს ნუ იტყვით მასზე! ამასთან, შესაძლებელია კამათი საყვარელ ადამიანთან, რაც დიდხანს გაჭიანურდება. იყავით უფრო მიმტევებელი, მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა. მომავალში ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. უფრო ყურადღებით მიუდექით საკუთარ კეთილდღეობას.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 13.

 

სასწორი

ფინანსური მდგომარეობის შესამჩნევი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. პირიქით, პლანეტების პოზიციამ შესაძლოა ფულის შოვნის შესაძლებლობა შეგიქმნათ ადრე უცნობ სფეროებში, თუმცა ფულს მაშინვე ვერ მიიღებთ, ცოტა ხანს დალოდება მოგიწევთ. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება შფოთვა იგრძნოს პლანეტების გავლენის გამო. საუკეთესო წამალი ცხოვრების ჯანსაღი წესია – ივარჯიშეთ, ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეხვდით მეგობრებს, დაიწყეთ ახალი ურთიერთობა, თუ ეს შესაძლებელია.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მორიელი

მზად იყავით ბრძოლისთვის, თუ არაკეთილმოსურნეები გამოჩნდებიან. დაიცავით თქვენი აზრი, თუნდაც უფროსებთან დავის დროს. ფინანსური სირთულეები შესაძლებელია, მაგრამ მათ გაუმკლავდებით. თუ დახმარება დაგჭირდებათ, კოლეგები თქვენ გვერდით იქნებიან. იგივე არ შეიძლება ითქვას სასიყვარულო ურთიერთობებზე : ვარსკვლავები უთანხმოებას პროგნოზირებენ. კარგი დროა მთელი ოჯახის დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მშვილდოსანი

პლანეტების პოზიცია მიუთითებს, რომ უფლება არ გაქვთ, ვინმეზე იყოთ დამოკიდებული და გააკეთოთ ის, რა მიზანიც გაქვთ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად. აუცილებლად ახლავე წადით სამოგზაუროდ. ეს შეიძლება იყოს პატარა მოგზაურობაც: მთავარია სახლში არ დარჩეთ. თუ დახმარებას გთხოვენ, შეეცადეთ ყურადღების გარეშე არ დატოვოთ. იყავით უფრო ყურადღებიანი ბავშვების მიმართ! დაუკვირდით მათ საქციელს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ.

სასიკეთო დღეები: 8. 9.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

პლანეტები ისე მოძრაობენ, რომ შესაძლებელია ამ კვირაში სასიხარულო ცნობა მიიღოთ. სამსახურში მოსალოდნელია საგანგებო ვითარება. იმისათვის, რომ მას გაუმკლავდეთ, ცოტა ხნით გადადეთ სახლის საქმეები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო ხშირად წახვიდეთ კომპრომისზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახში კამათი დიდხანს გაგრძელდება. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გადით – ეს საუკეთესო გამოსავალია.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მერწყული

ამ კვირის ყოველდღიური საქმეები და დატვირთვები შეიძლება ძალიან გაშფოთებდეთ, მაგრამ ეს მალე გაივლის. ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობები ამ პერიოდის განმავლობაში დიდად დაგეხმარებათ. შემოსავლის წყაროები სტაბილური იქნება. კარგი იქნება, თუ თავს დაიზღვევთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. იყავით ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ. არა არის რეკომენდებული სპორტზე სიარული, ასევე, მკაცრი დიეტის დაცვა. სხეულმა უნდა დაისვენოს! მსუბუქი ვარჯიში ახლა საკმარისი იქნება.

სასიკეთო დღეები: 8, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

თევზები

აქტიური მოლაპარაკებები საქმიან პარტნიორებთან და თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტის განხილვა დადებით შედეგს მოგიტანთ. საკუთარი აზრისა და პოზიციის შენარჩუნება, იუმორის გრძნობა – ეს ღირებული თვისებები ძალიან გამოგადგებათ მოლაპარაკების დროს. სამუშაოს ნუ დააგროვებთ, თორემ მერე ძნელი იქნება მათთან გამკლავება. შეეცადეთ მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ თქვენი ახლობლების მოთხოვნები, ეს სარგებელს მოუტანთ მათაც და თქვენც. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 14.

თამთა გურული

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close