ვის გაუმართლებს თებერვალში – ზოდიაქოს ოთხი იღბლიანი ნიშანი
ზოდიაქოს ოთხი ნიშანის წარმომადგენლებს თებერვალში სხვადასხვა სფეროში გაუღიმებს იღბალი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნებს წარმატებების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
თებერვალი არცთუ მარტივი თვე იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის, თუმცა განსაკუთრებულად ვერძებს, კუროებს, ქალწულებსა და სასწორებს გაუმართლებთ.
ვერძებს სამუშაო და ფინანსურ სფეროში გაგიმართლებთ. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საქმეებს, საყიდლებს, ფინანსური პრობლემების გადაჭრას. ასევე შესაძლებელია მივლინებაში წასვლა, გარემოს გამოცვლა. ხელსაყრელი თვეა ახალი კონცეფციის შესამუშავებლად, ახალი იდეების წამოსაყენებლად. შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ვერძები შეძლებთ ჩვეული პრობლემების ახალი ხერხებით გადაჭრას. მოსალოდნელია წინსვლა კარიერულ კიბეზე. არ ეცადოთ პატივისცემის მოპოვებას ეშმაკური გზებით. უბრალოდ, კარგად შეასრულეთ თქვენი საქმე და არ იზარმაცოთ.
კუროებს სასიყვარულო ცხოვრების შეცვლის საშუალება გექნებათ. მეტად გაგიმართლებთ ამურულ სფეროში, რადგან თქვენი მთავარი მფარველი პლანეტა ვენერა ამ თვეში მძლავრ პოზიციაზე განთავსდება. ის ენერგეტიკულად მოგამარაგებთ და სიყვარულში იღბლიანობით დაგასაჩუქრებთ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იაქტიუროთ, გაიცნოთ ადამიანები, იარშიყოთ, იაროთ პაემანზე. გაქვთ შანსი, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მასთან მეტი დრო უნდა გაატაროს.
ყურადღება სახლის საქმეებზე უნდა გადაიტანოთ. ძალზე ხელსაყრელი დროა, რომ საცხოვრებელი სხვანაირად მოაწყოთ და მასში რამე შეცვალოთ. შეიძლება რემონტის დაწყება, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ახალი ბინის ან სახლის ყიდვა. ყველა შემთხვევაში თვის დასაწყისში სახლი საფუძვლიანად უნდა დაალაგოთ. კარგი იქნება, თუ ავეჯს გადააადგილებთ – ეს პოზიტიურად აისახება ენერგეტიკაზე. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ თვეში ბევრად პროდუქტიული იქნება მუშაობა სახლიდან, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალებას თქვენი საქმიანობა იძლევა.
სასწორები რაღაც ახლის შესწავლას შეძლებთ. ახლა ვარსკვლავები და პლანეტები იდეალურ მდგომარეობაში არიან იმისთვის, რომ დაიწყოთ ბრძოლა მავნე ჩვევებთან და ახალი პოზიტიური ჩვევები გამოიმუშაოთ. მაგალითად, დაიწყოთ ვარჯიში – სირბილი, სიარული, იკვებოთ სწორად. მნათობები ფიზიკურად და სულიერად გაძლიერებაში დაგეხმარებიან. საჭიროა მოქმედება, არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებებს, რადგან ისინი დადებითი და ხელსაყრელი იქნება. ასევე კარგი თვეა თებერვალი სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის.
კომენტარები