რობოძაღლმა SPOT-მა სახლის დალაგება „ისწავლა“ (ვიდეო)
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Boston Dynamics-ი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც ცოტა ხნის წინ კომპანიის Youtube არხზე „დიასახლისი“ რობოტი ძაღლის ვიდეო დაიდო.
კომპანიის მიერ შექმნილ რობოძაღლ Spot-ს მრავალმხრივი უნარები აქვს: ის იატაკზე მიმოფანტულ ნივთებს აგროვებს, ანთებს შუქს, აღებს კარს, ასუფთავებს ეზოს და ბაღში მცენარეებსაც კი რგავს. შრომით გადაღლილი რობოტი სახტუნაოზე ხტუნვით და ასფალტზე ცარცით ხატვით იქცევს თავს.
Spot-ს, დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის და გამართული მექანიკის წყალობით, ბევრი სხვა რთული და სახიფათო დავალების შესრულებაც შეუძლია.
ამ შრომისმოყვარე რობოძაღლმა მოხდენილი ცეკვაც იცის. Boston Dynamics-მა დეკემბრის მიწურულს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ შექმნილმა რობოტებმა კაცობრიობას ახალ წელი ორიგინალური ცეკვით მიულოცეს.
კომპანია Boston Dynamics-მა ოთხფეხა რობოტი საზოგადოებას 2016 წლის ივნისში წარუდგინა, 2019 წლის სექტემბრიდან კი მისი წინასწარი გაყიდვები დაიწყო. Spot-ის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ცნობილი ტელეწამყვანი ადამ სევეჯი გახდა.
კომპანიის დანარჩენი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისა და ცალკეული ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი, Spot-ის შეძენა მსურველებს 74 500 აშშ დოლარად შეუძლიათ.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: სინგაპურის პარკებში სოციალურ დისტანციას რობოტი-ძაღლები აკონტროლებენ (ვიდეო)
კომენტარები