„ერთი სული მაქვს, როდის გავხდები 50 წლის“ – ანჯელინა ჯოლის გულახდილი ინტერვიუ და ფოტოსესია „ვოგისთვის“
45 წლის ანჯელინა ჯოლი „ვოგის“ მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოობიექტივში ვარსკვლავმა არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო, ის გამოცემისთვის ლოს-ანჯელესის სახლის ეზოში პოზირებდა, რომლის ღირებულებაც 25 მილიონი დოლარია.
გთავაზობთ ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს:
„ძალიან ბევრი რამ გამოვიარე და მაინც ვცდილობ იმედით შევხედო ყველაფერს“, – აცხადებს მსახიობი, რომლის მთავარი საზრუნავიც ახლა 6 შვილია.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავმა ინტერვიუში ძირითადი აქცენტი ოჯახსა და შვილებზე გააკეთა.
„ერთი სული მაქვს, როდის გავხდები 50 წლის, მჯერა, რომ იმ დროისთვის ძალიან ბევრ რამეს მივაღწევ. ბოლო რამდენიმე წელი ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე იყო და მე ოჯახის განკურნებით ვარ დაკავებული, თითქოს ყინული დნება და ჩემს სხეულს სისხლი უბრუნდება“, – სავარაუდოდ, მსახიობი ბრედ პიტთან განქორწინების პერიოდის შესახებ საუბრობს.
ენჯი საზოგადოებას გამოუტყდა, რომ თავს სტანდარტულ დიასახლისად სულაც არ თვლის.
„ვგრძნობ, რომ დიასახლისობის სრულ ხელოვნებას ვერ ვფლობ, თუმცა შვილები ყველაფერში მეხმარებიან, ისინი საოცად ამტანები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილის ყოლა მუდამ მსურდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს ტრადიციულ ჭრილში“, – განაცხადა ჯოლიმ ინტერვიუში.
fortuna.ge
კომენტარები