საზოგადოებასაქართველო

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის უცნობი ანდერძი, რომელმაც ოჯახი შოკში ჩააგდო – „თუ ამას კითხულობთ, ე.ი. აღარ ვარ“

ცნობილი ტელედიქტორი ნუგზარ ჯუღელი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ქვეყანაში ტელელეგენდებად თვლიან. მან საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ 36 წელი იმუშავა, – იყო სანფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანი და სპორტის კომენტატორი. იგი 2019 წლის სექტემბერში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი ტელეწამყვანის მიერ დატოვებულ ანდერძს ჟურნალ „სარკესთან“ მისი შვილიშვილი, ლიკუნა რევიშვილი იხსენებს:

„უცნაური ამბავი ის არის, რომ გარდაცვალებამდე ეს ანდერძი არავის გვინახავს, არადა ოთხი წელი იწვა და მის ნივთებში მხოლოდ ჩვენ ვიქექებოდით. თავის უჯრაში ჰქონდა რაღაც ძველებური ნივთები და მსიამოვნებდა მასში ქექვა. ის წერილი კი მართლა არავის ჰქონდა ნანახი, რაც ძალიან უცნაური იყო. შოკი იყო ამ წერილის პოვნის ამბავი.

იწყებოდა იმით, თუ ამას კითხულობთ, ესე იგი, აღარ ვარო. გვთხოვდა, არავინ შეგვეწუხებინა. მთელი ცხოვრება ასე იყო – არავინ არასოდეს შეუწუხებია. წერდა, ესე იგი, ჩემს ლამაზ დედასთან წავედიო. სულ ამბობდა, სიკვდილის არ მეშინიაო. მამაჩემი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და გიჟდებოდა, ისე უყვარდა თავისი სიძე ნუგზარს. დედაჩემი ხუმრობდა ხოლმე, მე უფრო ვიყავი ნუგზარისთვის რძალი, ვიდრე გია სიძეო.

გვწერდა, რომ არავის ენახა მისი ცხედარი, გარდაცვალებიდან მესამე დღეს დაგვეკრძალა და ქელეხი არ გადაგვეხადა. თუ საშუალება გექნებათ, ვინმე ბავშვს დაეხმარეთ და მას აჩუქეთ სიცოცხლე ჩემს სახელზეო. ასეც მოვიქეცით. დედაჩემმა სოციალურ ქსელში ნახა ბავშვის ფოტო, რომელიც იაშვილის კლინიკაში იწვა და ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. დედა მივიდა მშობლებთან, უთხრა, რომ მათთან კონვერტი გაატანეს, დაუტოვა ფული და გამოიქცა. ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორც ნუგზარს უნდოდა.

ვერ იტანდა ქელეხებსა და ღრეობებს. ცხოვრებაში ხორცი არ უჭამია, ვეგეტარიანელი იყო. სახლში მისვენებულს, როგორ ეფერებოდა ჩვენი ძაღლი, არასოდეს დამავიწყდება. კოცნა რომ დაუწყო, ვერ მოაშორეს. საფლავიც მორიდებული გამიკეთეთ, ქვა არ დამადგათო, ითხოვდა წერილში. დედაჩემის გარდა არავის უნახავს მიცვალებული ნუგზარი“, – ჰყვება ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი, ლიკუნა რევიშვილი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close