newsსაბერძნეთი
მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულებს შორის
დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე მიწისძვრა მოხდა ეგეოსის ზღვაში ორ ბერძნულ კუნძულს, ქიოსსა და ლესბოსს შორის.
მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 5 ბალი შეადგინა. ეპიცენტრი მდებარეობდა ქიოსის დასავლეთით, კუნძულიდან 60 კილომეტრში. ბიძგები საგრძნობი იყო ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულ სხვა ბერძნულ კუნძულებზე.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
კომენტარები