მედიცინამსოფლიო

WHO-ს ექსპერტებმა უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი მოინახულეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ჩინეთში იმყოფება კორონავირუსის ადამიანზე გადასვლის მიზეზების შესასწავლად, ქალაქ უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი მოინახულა. სწორედ ამ ბაზრის თანამშრომელთა შორის იჩინა COVID-19-მა პირველად თავი 2019 წლის დეკემბერში.

ექსპერტებმა ბაზარზე დაახლოებით ერთი საათი დაყვეს, მაგრამ ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. WHO-ს ექსპერტებს ხუთშაბათს დაუმთავრდათ ორკვირიანი კარანტინი, რომელშიც ისინი მოთავსებულნი იყვნენ ჩინეთში ჩასვლის შემდეგ. მას მერე მათ საავადმყოფოები და სხვა ბაზრები მოინახულეს. ამავე დროს, WHO აღნიშნავს, რომ მისიის წევრები შეზღუდულნი არიან მოქმედებაში – ჩინეთის ხელისუფლება მათ არ აძლევს ადგილობრივ მოსახლეობასთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალებას და ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომებით ხსნის. WHO-ს ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შედიან.

მათი მიზანია, შეეცადონ გამოიკვლიონ უჰანში პირველი ადამიანების დაავადება ახალი ტიპის კორონავირუსით.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადგენილმა რაოდენობამ 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. პანდემიის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი.

სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ადამიანს ცხოველებისგან გადაედო. ბოლომდე არ არის გამორიცხული არც ვირუსის ხელოვნური წარმომავლობის ვერსია, რასაც ჩინეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close