ვენეცია კარნავალის გახსნისთვის ემზადება, ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
სანიტარიული შეზღუდვების გამო კარნავალი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.
კარნავალის ნახვა ონლაინ რეჟიმში ვიდეოტრანსლაციის შედეგად იქნება შესაძლებელი, ხოლო მათთვის, ვისაც კარნავალში მონაწილეობა სურს, სპეციალური ვირტუალური ოთახები შეიქმნა.
ვენეციის კარნავალის სანახავად, მთელი მსოფლიოდან იტალიაში 3 მილიონი ტურისტი ჩადიოდა. ვენეციის კარნავალის ტრადიცია მეთორმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს.
ანალოგიურ რეჟიმში გაიმართება დიუსელდორფის კარნავალიც.
მანამდე კი აშშ-ში პანდემიის გამო, ახალ ორლეანში ტრადიციული აღლუმი გადადეს. თუმცა 16 თებერვალს ქალაქში სახლებს გააფორმებენ და კარნავალის იმიტაციას შექმნიან.
imedinews.ge
კომენტარები