fbpx
პოლიტიკასაქართველო

სერგეი შამბას საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი სურს

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ომიდან უკვე 30 წელი გავიდა და საჭიროა საუბრის დაწყება.

შამბას განცხადებით, დიალოგი ორმხრივი პროცესია, რისი სურვილიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გამოთქმულა, „თუმცა არსებობს სხვადასხვა ფორმატი, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, ჟენევის ფორმატი და გალში ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი“.

შამბას თქმით, არსებობს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა კომუნიკაცია.

„მაგალითად, ვიდრე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რკინიგზის საკითხი უკვე გადაწყვიტა რუსეთმა. რკინიგზა რუსეთიდან გადის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და შემდეგ თურქეთში, როცა შეიძლებოდა ამ გზას აფხაზეთით გაევლო“, – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, შედეგად მილიონობით დოლარის შემოსავალი ექნებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტს და მომგებიანი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც.

სერგი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ორი გზა არსებობს – ან უნდა ისაუბრო ან იომო. შამბას განცხადებით, იმის გამო, რომ ახლა ომი არავის სურს, რჩება მხოლოდ დიალოგის შესაძლებლობა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close