fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ავსტრიელმა კაცმა €2 მილიონი დაუტოვა ფრანგულ სოფელს, სადაც მისი ოჯახი ნაცისტებს ემალებოდა

ავსტრიელმა ერიკ შვამმა/Éric Schwam თავისი სიკვდილის შემდეგ ფრანგულ კომუნა შამბონ-სიურ-ლინიონს (Chambon-sur-Lignon, სამხრეთ საფრანგეთი) ანდერძით 2 მილიონი ევრო დაუტოვა. ამ სოფლის მაცხოვრებლებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს ნაცისტებს გამოქცეული მისი ოჯახი შეიფარეს და ებრაელ დევნილებს ადგილობრივი სკოლის შენობაში წლების განმავლობაში მალავდნენ. ამის შესახებ გამოცემა 20 minutes-ი წერს.

თავად ერიკ შვამი ამ სოფელში 1950 წლამდე ცხოვრობდა, სანამ ცოლს შეირთავდა.

ერიკ შვამი გასული წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. მისი ანდერძი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილის ქონების დიდი ნაწილი შამბონ-სიურ-ლინიონს გადაეცემა, სადაც ისტორიულად დიდი პროტესტანტული თემი ცხოვრობს.

ეს ინფორმაცია კომუნის ყოფილმა მერმა ელიან ვოკიე-მოტმა უკვე დაადასტურა. მან თქვა, რომ შვამმა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თავად აცნობა ამ სურვილის შესახებ კომუნის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ახალი მერი ჟან-მიშელ ეირო დაწვრილებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ თანხა, რომელზეც საუბარია, მნიშვნელოვანია სოფლისთვის. მისი თქმით, შვამს სურდა, რომ სოფელმა მისი დანატოვარი ფული განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდულ პროგრამებს მოახმაროს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close