ჯანმრთელობარჩევები

არც იშიმშილოთ და არც ძალიან დაიტვირთოთ: 12 მარტივი ხერხი წონაში სწრაფად დასაკლებად

12-კვირიანი პროგრამა შესანიშნავი შედეგით

ექიმებმა ჩამოთვალეს მარტივი ხერხები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად, – წერს გამოცემა The Sun-ი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.

ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ის რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • გაკეთეთ მთელი დღის განმავლობაში მოკლე ფიზიკური დატვირთვები: მაგალითად, შეასრულეთ კბილების გახეხვის დროს ჩაჯდომები, ტელევიზორის ყურებისას – კედელთან აწევები; რამე საქმიანობის დროს ადგილზე სირბილი;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება;
  • არ დალიოთ ყავა დღის მეორე ნახევარში, რათა ღამით უკეთ დაიძინოთ;
  • შეცვალეთ ხილის წვენი და ტკბილი სასმელები წყლით, ჩაით ან რძით;
  • დაიწყეთ ყოველი დილა 10-წუთიანი სეირნობით;
  • ძირითადი კვების დროს ჭამეთ მეტი, რომ მოგვიანებით არ წაიხემსოთ;
  • თუ ტკბილეული გიყვართ, შეცვალეთ რძიანი ან თეთრი შოკოლადი 70%-იანი შავი შოკოლადით;
  • ყოველკვირეულად მიირთვით ნედლი ბოსტნეული;
  • შეადგინეთ საყიდლების ჩამონათვალი სუპერმარკეტში წასვლამდე, რათა თავიდან აიცილოთ საკვებზე სპონტანური ხარჯები;
  • სთხოვეთ მეგობარს, ისეირნოდ თქვენთან ერთად კვირაში ორჯერ;
  • მოძებნეთ პოზიტიური ემოციების მიღების ალტერნატიული გზები – საკვების მიღების გარდა. სცადეთ თავსატეხების ამოხსნა, მეგობართან საუბარი ან სხვა რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ;
  • ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს გარკვეულ საკვებს. თუ ძალიან გსურთ რაიმეს ჭამა, უარი კი არ თქვათ, უბრალოდ, მიირთვით ის აუჩქარებლად.

sputnik-georgia.com

p. s. და კიდევ, დიდი მნიშვნელობა აქვს ჭამის ტემპს – მიირთვით ნელა, აუჩქარებლად და საკვები კარგად დაღეჭეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close