მოგზაურობამსოფლიო

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი 2022 წლიდან ისევ ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება – ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, რომელიც მადრიდში 26 იანვარს გაიმართა.

UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი – ამჟამინდელი გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და მაი ალ ჰალიფი, ბაჰრეინის კულტურისა და სიძველეთა სამმართველოს პრეზიდენტი. ფარული კენჭისყრის შედეგად პოლოლიკაშვილმა ხმათა 76% მიიღო.

მეორე 4-წლიანი ვადით (2022-2025 წწ.) ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური მდივნის უფლებამოსილებას ოფიციალურად UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 24-ე სესიაზე მიიღებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს მაროკოში გაიმართება.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად პირველად 2017 წელს აირჩიეს ოთხწლიანი ვადით (2018-2021 წწ.).

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close