fbpx
პოლიტიკასაქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ – ექიმს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სარჩელზე ცენტრი „ემპათია“ მუშაობს.

ექიმის თქმით, მისი მიზანია, მსოფლიოს რუსეთის ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაანახოს. იგი ამბობს, რომ კომპენსაციას მნიშვნელობა არ აქვს.

„რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაციის მოთხოვნა იქნება, ეს მეორეხარისხოვანია, თუნდაც ერთ ლარზე იყოს ლაპარაკი, მთავარია პრინციპი, რომ რუსეთი არის საქართველოს 20%-ის ოკუპანტი და, სამწუხაროდ, ეს მატულობს და სასჯელი თუ არა, კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო იმყოფება რუსეთის ბულინგის ქვეშ“, – ამბობს გაფრინდაშვილი ტელეკომპანია „მთავართან“.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მისი გათავისუფლება 28 დეკემბერს მოხერხდა. გაფრინდაშვილს არ ათავისუფლებდნენ, რადგან უარს ამბობდა „დანაშაულის“ აღიარებაზე. გაფრინდაშვილი ამბობდა, რომ მას არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close