მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

„ტრამპი მომხრეებს ერექციისკენ მოუწოდებდა“ – სენატორის უნებლიე შეცდომა (ვიდეო)

აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“  (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა შეცდომა მაშინვე გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება. 

შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

„სენატორებმა უნდა გადაწყვიტონ, სჯერათ მათ თუ არა, რომ დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ის წინააღმდეგ „ერექციისკენ“ (პაუზა), „ამბოხებისკენ“ მოუწოდებდა, – ამბობს სენატორი.

ინგლისურში სიტყვები „ერექცია“ (erection) და „ამბოხება“ (insurrection) გარკვეულწილად ჰგავს ერთმანეთს. ის მხოლოდ სიტყვის პირველი მარცვლით განსხვავდება ერთმანეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვარს დონალდ ტრამპს უფლებამოსილება ამოეწურა, სენატორები მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას მაინც არ გამორიცხავენ. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის წაქეზებაში ადანაშაულებენ, რომლის დროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close