ქეთა თოფურია მეორე შვილის დედა გახდა
რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს ქეთა თოფურიას ვაჟიშვილი შეეძინა. ქეთამ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ „სტარ ჰიტი“ წერს.
ბიჭუნა 4 კილო გაჩნდა. ქეთამ მას ადამი დაარქვა. ბავშვი ქეთა თოფურიასა და დიპლომატ ლევ დენგოვის (Лев Деньгов) პირველი საერთო შვილია.
უცნობია, ზუსტად როდის დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა პირველად ისინი ერთად 2019 წლის 8 ივნისს ნახეს მინსკის რესტორან „ჰილტონში“, სადაც დენგოვი თავის 35 წლის იუბილეს აღნიშნავდა. თოფურიამ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღე სცენიდან მიულოცა. თავად დენგოვის თქმით, მათ ერთად ცხოვრება ამ დღიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყეს.
A Studio-ს 34 წლის ქართველმა სოლისტმა და 36 წლის დიპლომატმა და ბიზნესმენმა გასული წლის 20 ნოემბერს ოფიციალურად იქორწინეს. საქორწილო ცერემონია მოსკოვში გაიმართა და მას მხოლოდ წყვილის უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.
ქეთასთვის ადამი მეორე შვილია, პირველი შვილი – 5 წლის ოლივია მას ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებიდან ჰყავს. 2 შვილი (ვაჟი – ლეონიდი და გოგონა – შოშანა) ჰყავს თავად ლევ დენგოვს პირველი ქორწინებიდან.
რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავის თქმით, აქტიურ ცხოვრებას, ჩვეულ სამუშაო რიტმს 2 თვის შემდეგ დაუბრუნდება: „იმედია, იმ დროისთვის ყველაფერი კარგად იქნება, – ამბობს მომღერალი. – ამჟამად კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არავინ იცის, შემდგომში რა იქნება ჩვენს ინდუსტრიაში“.
ქეთამ ახალშობილის ფოტო უკვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
მანანა ბანძელაძე
კომენტარები