fbpx
ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქეთა თოფურია მეორე შვილის დედა გახდა

რუ­სეთ­ში მოღვაწე ქარ­თვე­ლ მომღერალს ქეთა თოფურიას ვაჟიშვილი შეეძინა. ქეთამ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ „სტარ ჰიტი“ წერს. 

ბიჭუნა 4 კილო გაჩნდა. ქეთამ მას ადამი დაარქვა. ბავშვი ქეთა თო­ფუ­რი­ა­სა და დიპ­ლო­მატ ლევ დენ­გო­ვის (Лев Деньгов) პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლია.

უცნობია, ზუსტად როდის დაიწყო მათი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურთიერთობა, თუმცა პირველად ისინი ერთად 2019 წლის 8 ივნისს ნახეს მინსკის რესტორან „ჰილტონში“, სადაც დენგოვი თავის 35 წლის იუბილეს აღნიშნავდა. თოფურიამ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღე სცენიდან მიულოცა. თავად დენგოვის თქმით, მათ ერთად ცხოვრება ამ დღიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყეს.

A Studio-ს 34 წლის ქართველმა სოლისტმა და 36 წლის დიპლომატმა და ბიზნესმენმა გასული წლის 20 ნოემბერს ოფიციალურად იქორწინეს. საქორწილო ცერემონია მოსკოვში გაიმართა და მას მხოლოდ წყვილის უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

ფოტო ქეთა თოფურიას ინსტაგრამიდან – keti_one_official

ქეთასთვის ადამი მეორე შვილია, პირველი შვილი – 5 წლის ოლივია მას ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებიდან ჰყავს. 2 შვილი (ვაჟი – ლეონიდი და გოგონა – შოშანა) ჰყავს თავად ლევ დენგოვს პირველი ქორწინებიდან.

რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავის თქმით, აქტიურ ცხოვრებას, ჩვეულ სამუშაო რიტმს 2 თვის შემდეგ დაუბრუნდება: „იმედია, იმ დროისთვის ყველაფერი კარგად იქნება, – ამბობს მომღერალი. – ამჟამად კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არავინ იცის, შემდგომში რა იქნება ჩვენს ინდუსტრიაში“.

ქეთამ ახალშობილის ფოტო უკვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official)

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close