საქართველოსპორტი

2021 წელს საქართველო ევროპის სამ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ოლიმპიადა იაპონიაში აუცილებლად გაიმართება

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სხვა საკითხებთან ერთად, 2021 წელს საქართველოში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე ისაუბრა.

„პირველი იქნება თებერვალში დაგეგმილი სკიკროსი, შემდეგ – გრან სლემი ძიუდოში. მოგეხსენებათ, რომ გრან პრის ეტაპებს ვიღებდით ხოლმე ყოველწლიურად, ახლა ერთი ეტაპით მაღლა აიწია და უკვე გრან სლემს ვუმასპინძლებთ. ეს არის ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრი.

თებერვალში ასევე გაიმართება ბაბლი – კალათბურთის ტურნირი. ჩატარდება კრივში, კარატესა და ხელბურთში  ევროპის ჩემპიონატები. დარწმუნებული ვარ, იმ პროტოკოლებით, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე შემუშავდა, სრულყოფილად და მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ ამ ტურნირებს, ისევე როგორც სხვა წლებში ვმასპინძლობდით“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ტურნირების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის აქტიურად თანამშრომლობენ საგანგებო საბჭოსთან და შესაბამის სამსახურებთან, სპორტული ღონისძიებების გამართვის დროს, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები.

შალვა გოგლაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გასულ წელს სპორტული ღონისძიებების უდიდესი ნაწილი გადაიდო, თუმცა უკვე შემოდგომაზე, არსებულ მდგომარეობასთან ადაპტაცია მოხერხდა და ქართული სპორტის მონაგარი მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო:

„2021 წლის დასაწყისში უკვე გვქონდა ორი დიდი სპორტული ღონისძიება, დოჰას მასტერსი ძიუდოში და პარიზის გრან პრი ჭიდაობაში, რომელიც ტრიუმფალურად დასრულდა ორივე ნაკრებისთვის, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ოლიმპიური სალიცენზიო თამაშებისთვის თითოეული ნაკრები სრულ მზადყოფნაში იქნება“.

სპორტის მინისტრის მოადგილის თქმით, არის მოსაზრება, რომ შესაძლოა წელს ოლიმპიადა ისევ არ ჩატარდეს, მაგრამ იაპონიის მხარე ადასტურებს, რომ ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება.

შალვა გოგოლაძე აღნიშნავს, რომ პროტოკოლისა და სიფრთხილის დაცვით გაზაფხულიდან დაიწყება სალიცენზიო ტურნირები სპორტსმენებისთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close