მსოფლიოnews

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა. შედეგად, მიყენებული ზარალის კომპენსირება უფრო მარტივად მოხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო მადრიდი კატასტროფის ზონად უნდა გამოცხადდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოს.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სანტიმეტრი თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია -12 გრადუსამდე.

მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა.

ესპანეთში მეტეოროლოგიური ვითარების გაუარესება შტორმმა „ფილომენამ“ განაპირობა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close