მსოფლიოსაზოგადოება

პოლონეთში მარიამ ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფის გამო სამ პირს ასამართლებენ

სამი უფლებადამცველისა და ლგბტ აქტივისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ კათოლიკე მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფა ედებათ ბრალად და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სამივე ბრალდებული ქალია – წერს BBC. ინციდენტი, რომლის გამოც სამართალწარმოება დაიწყო, 2019 წლის 29 აპრილს მოხდა.

პოლონეთის ქალაქ პლოცკში ეკლესიასთან ახლოს აქტივისტებმა მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებით შეურაცხმყოფელი პოსტერები განათავსეს კედლებზე, ტროტუარებზე, მოძრავ ტუალეტებზე, ნაგვის ურნებსა და საგზაო ნიშნებზე.

პოსტერებზე ჩენსტოხოვის ღვთისმშობლის ხატზე შარავანდედი ლგბტ მოძრაობის სიმბოლოს – ცისარტყელას ფერებში იყო გამოსახული.

აქტივისტების მტკიცებით, მათ ამ ფორმით უპასუხეს ეკლესიასთან განთავსებულ ინსტალაციას, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვად იყო დასახელებული. საქმის გასაჯაროების შემდეგ მსგავსი სურათები გამოჩნდა სხვა ქალაქებში, ვარშავის ჩათვლით.

„ჩენსტოხოვის შავი მარიას“ სასწაულმოქმედი ხატი ბიზანტიური წარმომავლობისაა, რომელიც „იასნა გორას” მონასტერში ინახება და გაეროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close