საზოგადოებასაქართველო

ხანძარი ოკუპირებულ გაგრაში – ფოტოები სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები ოკუპირებული გაგრიდან, სადაც ძლიერი ხანძარია. წერენ, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ფეისბუქში გავრცელდა.

1tv.ge

sputnik-abkhazia  წერს, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.  სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება, თუმცა ამის საჭიროება ჯერ არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

რამდენიმე სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად ოკუპირებულ გალში, ამ ინფორმაციას DFWatch ავრცელებს ერთ-ერთ ადგილობრივზე დაყრდნობით.

ოკუპირებული გალის რაიონის ტყეებში ხანძარი 4 იანვარს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო ათამდე სოფლის დასახლებულ ტერიტორიებსაც მოედო . ზოგან ცეცხლს ადგილობრივი მეხანძრეები აქრობდნენ, ზოგან კი საკუთარი ძალებით თავად სოფლების მცხოვრებნი. ბოლო კერები წუხელ ჩააქრეს სოფელ სიდასთან და ქვემო ბარღებში. ხანძარი იყო სოფჩაიში, ოტობაიასა და თაგილონშიც. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ახლა გალელები ზარალს ითვლიან, რომლის ანაზღაურების პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სრულ მზადყოფნას გამოთქვას ოკუპირებული გალის დასახმარებლად. როგორც უწყებაში report.ge-ს განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კომუნიკაცია.

ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close