რუსეთის სოციალური ქსელების პროფესიონალ მომხმარებელთა ასოციაციამ დონალდ ტრამპი რუსულ სოციალურ ქსელებში მიიწვია მას შემდეგ, რაც მისი ანგარიშები დაბლოკეს Twitter-ზე, Facebook-სა, და Instagram-ზე.
„ჩვენ გვინდა მოგიწვიოთ ანგარიშების შესაქმნელად სოციალურ ქსელებში „VKontakte“ ან „Odnoklassniki“. ეს არის უდიდესი ევროპული სოციალური ქსელები, რომლებიც შექმნილია მსოფლიოს საუკეთესო რუსი დეველოპერების მიერ. ასევე, როგორც ალტერნატივა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რეგისტრაცია
Telegram-ში ან „ICQ“ მესენჯერში“, – წერენ ასოციაციის წარმომადგენლები ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში.
ზიკოვმა ასევე დასძინა, რომ ასოციაცია მზადაა დაეხმაროს ტრამპს ძველი სოციალური ქსელებიდან ყველა პოსტის გადატანაში, ასევე ანგარიშის გადამოწმებაში და ახალი მეგობრების დაკომპლექტებაში. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ „რია ნოვოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშები Facebook- სა და Instagram- ზე დაბლოკილია – მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანგარიშების დაბლოკვის მიზეზი 6 იანვრის მოვლენები გახდა, როდესაც ტრამპის მომხრეებმა კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
pia.ge
კომენტარები