fbpx
ეკონომიკამსოფლიოnews

იტალიამ, საქართველოსა და თურქეთის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიღება დაიწყო

საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტრანსადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივ აირს უკვე ატარებს და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად ამუშავდა.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენით TAP) 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი გაზის ექსპორტირება ევროპულ ბაზარზე მილსადენებით განახორციელა.

TAP AG-ის კონსორციუმმა  2020 წლის 13 ოქტომბერს განაცხადა ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 215 კმ – ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ – ადრიატიკის ზღვში და 8 კმ – იტალიის ტერიტორიაზე.

TAP-ი არის გაზის სამხრეთი კორიდორის ევროპული ნაწილი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის გაზი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპის ბაზარს მიეწოდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close