fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ვაშინგტონში ტრამპის მომხრეთა აქციის მონაწილე პროტესტს საქართველოს დროშით გამოხატავდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლების დროს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში საქართველოს დროშა უჭირავს. „შეგიძლიათ, ვინმემ ამიხსნას, რა უნდა ამ არეულობაზე საქართველოს დროშას?“ – წერს ტვიტერზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

სხვები წერენ, რომ აქციის მონაწილე შეცდა, რადგან ჯორჯიის შტატის დროშით ყოფნა სურდა, სინამდვილეში კი ეს ევროპის ქვეყნის, საქართველოს სახელმწიფო დროშაა.

6 იანვარს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა განახლდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close