კინო/ფილმებისპორტი

„დიდება დედოფალს“ – ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ (ვიდეო)

„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხ მოჭადრაკე ქალზე, რომლებიც 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის განმავლობაში, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს  განაგებდნენ. ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.

ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო დონეზე ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს.

ფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ მათ ცხოვრებას: ახლა ისინი ჭადრაკის ყოფილი ვარსკვლავები არიან – ჩვეულებრივები და ექსცენტრიკულები, პედანტურები და თავისუფლები… დღეს კი მათი, როგორც ოლიმპიური გუნდის, საერთო წარსული, მათ შორის არსებული მეტოქეობა და ჭადრაკისადმი თავდადებული სიყვარული აწმყოში განცდილი უწყვეტი თამაშია.

კინოსურათი უკვე უჩვენეს არაერთი ქვეყნის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე, ახლა კი მის ნახვას ქართველი მაყურებელიც შეძლებს ონლაინ პლატფორმაზე. ფილმის ჩვენება 9 იანვარს კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/ ფეისბუქლაივში გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close