fbpx
შეუცნობელი

1000-ზე მეტი ვარსკვლავიდან შეიძლება გვიყურებდნენ

როდესაც იუტის შტატის ერთ-ერთ უდაბნოში იდუმალი მონოლითი უცბად არსაიდან გაჩნდა, ალბათ იფიქრეთ, რომ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა. 2020 წელს არანაირი მწვანე კაცუნა არ გვინახავს, მაგრამ ამ წელმა ასტრონომები არამიწიერი სიცოცხლის პოვნასთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანა. მზის სისტემის სხვადასხვა ადგილას ორგანული მოლეკულების დაფიქსირებით დაწყებული და სწრაფ რადიოსიგნალთა წყაროს ბოლოს და ბოლოს გარკვევით დამთავრებული.

გვიპოვნიან თუ არა ისინი იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიპოვნით? შეიძლება ამას მოვესწროთ კიდეც, გამორიცხული არაფერია, თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ ასე ვნადირობთ უცხო პლანეტებზე, ნადირობენ თუ არა ისინიც ჩვენზე? – სწორედ ეს კითხვა იყო ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მოტივი, რომელშიც ასტრონომებმა გამოიანგარიშეს იმ ვარსკვლავურ სისტემათა რაოდენობა, რომლებსაც პირდაპირი ხედვის ხაზი აქვთ დედამიწაზე ანუ იქიდან შეიძლება გვხედავდნენ.

მკვლევართა ჯგუფის გათვლებით, დაახლოებით 1000 ვარსკვლავიდან ჩვენგან 300 სინათლის წლის რადიუსში, შეიძლება დაინახონ ჩვენი პლანეტა, თუკი ის მათ ადგილმდებარეობასა და მზეს შორის გაივლის. ამ მომენტში, იქაური ასტრონომები ჩვენს მზეში ოდნავ ჩაბნელებას შენიშნავდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ ათასობით ეგზოპლანეტა – ამას ტრანზიტის მეთოდი ეწოდება. გარდა ამისა, თუ ამ უცხოპლანეტელ ასტრონომებს ჩვენნაირი ტექნოლოგიები აქვთ, მათ შეეძლებათ დედამიწის ატმოსფეროში დააფიქსირონ მეთანისა და ჟანგბადის კვალიც, რაც სიცოცხლის პოტენციური სიგნალი იქნება.

კიდევ რა ვისწავლეთ არამიწიერი სიცოცხლის შესახებ 2020 წელს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://1tv.ge/news/

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close