მსოფლიოპოლიტიკა

პუტინმა ხელმოწერით დააკანონა საბჭოთა პერიოდის „გამოსაფხიზლებლების“ დაბრუნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დუმის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს ქუჩიდან სპეციალურ დაწესებულებაში, ე. წ. გამოსაფხიზლებელში გადაიყვანოს მთვრალი მოქალაქეები. კანონი ძალაში შედის 2021 წლის 1-ლი იანვრიდან.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ასეთ დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც სიმთვრალის გამო დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, თუმცა, საბოლოო ვარიანტის თანახმად, `გამოსაფხიზლებელში~ მათი თანხმობის გარეშე მოხვდებიან მსუბუქი და საშუალო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქეებიც.

კანონის მიხედვით, ასეთი დაწესებულებები შეიქმნება სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურება შესაძლოა, ფასიანი იყოს.

სამედიცინო გამოსაფხიზლებლების სისტემა საბჭოთა კავშირში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა. 2010 წელს რუსეთში ამ სისტემის შენახვა ზედმეტ ხარჯად მიიჩნიეს და ერთი წლის განმავლობაში „გამოსაფხიზლებლები“ დახურეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close