fbpx
მედიცინამსოფლიო

გერმანიაში 8 სანიტარს შეცდომით 5-5 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გაუკეთეს

4 მათგანი საავადმყოფოშია დაკვირვების ქვეშ, სიფრთხილის გამო

გერმანიაში ხანდაზმულთა სახლის 8 თანამშრომელს, 7 ქალს და ერთ მამაკაცს, შეცდომით 5-5 დოზა ვაქცინა გაუკეთეს, თითო დოზის ნაცვლად. ეს ფაქტი გუშინ მოხდა ქალაქ შტრალზუნდში, ჩრდილოეთ გერმანიაში.

უსაფრთხოების მიზნით 4 მათგანი ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება კლინიკაში, ვაქცინაციიდან მალევე მათ გრიპის მსუბუქი სიმპტომები განუვითარდათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით Biontech-მა განაცხადა, რომ კლინიკური გამოცდის ეტაპზე კანდიდატებს უფრო დიდ დოზას უკეთებდნენ, ვიდრე ამჟამად აცრისთვის არის განკუთვნილი. მათი თქმით, ამ შეცდომის გამო სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის.

როგორც ცნობილია, გერმანიაში ოფიციალურად მასობრივი ვაქცინაცია ამერიკული კომპანია „ფაიზერისა“ და გერმანული „ბიოტექის“ მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით გუშინ, 27 დეკემბერს დაიწყო, თუმცა პირველი მოქალაქე წინა დღეს აცრეს და ის ხანდაზმულთა პანსიონის ბინადარი 101 წლის ქალი – ედიტ კვოიცალა (Edith Kwoizalla) იყო. თვითმხილველთა თქმით, ქალმა აცრა მშვიდად გადაიტანა და იღიმებოდა კიდეც.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close