ადამიანებში, რომლებსაც ფილერი აქვთ გაკეთებული, „მოდერნას“ ვაქცინამ შესაძლოა მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს
Foxnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მოდერნას“ ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ფილერების მქონე ზოგ ადამიანში შესიება და ანთება გამოიწვია.
დოქტორი შირლი ჩიმი აცხადებს, რომ იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია.
მისივე განმარტებით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც ფილერი იყო გამოყენებული .
მედიკოსის განცხადებით, მიუხედავად ამ გვერდითი ეფექტისა, ვაქცინის მიღება არ უნდა შეწყდეს.
„ყველა პაციენტს უმკურნალეს და რეაქციები ჩაცხრა“, – აცხადებს შირლი ჩიმი.
digest.pia.ge
p. s. ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Miderna-ს ვაქცინა კოვიდის წინააღმდეგ აშშ-ის წამლის და საკვების ხარისხის მართვის სააგენტომ (FDA) დაჩქარებული წესით, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა. მანამდე ასეთი ნებართვა მიიღო კომპანიების – BioNTech-ის და Pfizer-ის ერთობლივმა ვაქცინამ, რომლითაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყეს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებშიც.
კომენტარები