პოლიტიკასაქართველო

„მეტი თავისუფლება – გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძის ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა თბილისში დღეს გაიმართება

ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიას „მეტი თავისუფლება – გირჩი“ ერქმევა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დღეს გაიმართება თბილისში, 15:00 საათზე. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„გირჩი აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის! ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც გირჩთან ერთად ბრძოლის სურვილი აქვს“, – ამ სიტყვებით ეპატიჟება ზურაბ ჯაფარიძე ახალ პარტიაში გაერთიანების მსურველებს და 26 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იწვევს.

პარტიის ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩმა“  ხმების 2,89 % დაგროვა და 4 მანდატი მიიღო, თუმცა პარტია ოპოზიციის საერთო ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.

გირჩის გაყოფის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში დაწერა, ის აღარ აპირებს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად „გირჩის კეთებას“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close