მსოფლიოსაზოგადოება

კოვიდ-ვაქცინაცია მორალურად გაუმართლებელია, თუ… – ვატიკანი განცხადებას ავრცელებს

კოვიდის ვაქცინის თაობაზე შიშები გამოთქვეს მუსლიმმა ღვთისმსახურებმაც, რომლებსაც ისლამის ნორმებთან მისი შესაბამისობის საკითხი აშფოთებთ

ვატიკანი მიუღებლად მიიჩნევს კათოლიკეების აცრას ისეთი კოვიდ-ვაქცინით, რომელშიც აბორტირებული ნაყოფის უჯრედები შედის, იუწყება Vatican News-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვატიკანმა უკვე გამოითხოვა რამდენიმე ვაქცინის შემადგენლობის შესახებ მონაცემები პირადად რომის პაპ ფრანცისკეს განკარგულებით.„COVID-19–ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინის მიღება, რომლის კვლევებისა და წარმოების პროცესშიც აბორტირებული ნაყოფების უჯრედები იყო გამოყენებული, მორალურად მიუღებელია“, – აცხადებენ ვატიკანის სამეთვალყურეო ორგანოში.

როგორც ირკვევა, კარდინალებს აქვთ ინფორმაცია, რომ ზოგი პრეპარატი შეიძლება ადამიანის აბორტირებული (იგულისხმება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა და არა ბუნებრივი მუცლის მოშლა) ნაყოფის ქსოვილებს შეცავდეს. აბორტი კი, მათი თქმით, კათოლიკეებში უმძიმეს ცოდვად მიიჩნევა.

ამასთან, ვატიკანი შეეცადა, დაერწმუნებინა მორწმუნეები, რომ COVID-19-ზე ვაქცინაცია არანაირად არ არღვევს რელიგიურ დოქტრინას.

მანამდე რომის პაპმა გაავრცელა განცხადება, რომ „კლინიკურად უსაფრთხოდ და ეფექტურად აღიარებული ვაქცინის გაკეთება სუფთა სინდისით შეიძლება“, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ეს არ ეხება იმ პრეპარატებს, რომლებშიც აბორტირებული ნაყოფების უჯრედული ხაზებია გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინების მწარმოებლებს ჯერჯერობით არ გაუციათ პასუხები ვატიკანის მოთხოვნაზე.

კოვიდ-ვაქცინის თაობაზე შიშები გამოთქვეს მუსლიმმა ღვთისმსახურებმაც, რომლებსაც მისი ისლამის ნორმებთან შესაბამისობის საკითხი აშფოთებთ. საქმე ისაა, რომ ვაქცინების უმეტესობაში სტაბილიზატორის სახით გამოიყენება ჟელატინი, რომელიც ცხოველის – უფრო ხშირად, ღორის ქსოვილისაგან მიიღება.

მუსლიმებს კი, როგორც ცნობილია, ღორის ხორცის ჭამა ეკრძალებათ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close