fbpx
საზოგადოებასაქართველო

ავტომობილში მისი 6 წლის შვილიც იმყოფებოდა, ბავშვს გადაეფარა… – ვინ არის უმძიმეს ავარიაში გარდაცვლილი 28 წლის ორსული

ოზურგეთი-ქობულეთის ცენტრალური გზის სოფელ გვარას მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქობულეთში მცხოვრები 28 წლის თიკო-ზეინაბ შაინიძეა.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ავტომობილში მისი 6 წლის შვილიც იმყოფებოდა, იგი ბავშვს გადაეფარა და თვითონ მძიმედ დაშავდა.

„ქობულეთიდან ბათუმში მიდიოდნენ. საჭესთან ზეინაბის მეუღლე იჯდა. ასევე ავტომობილში იყო მისი მამა და 6 წლის ბავშვი. მეუღლე და მამა არ დაშავებულან. თვითონ თითქმის ცხრა თვის ორსული იყო, შვილს გადაეფარა და მძიმედ დაშავდა. ბავშვი ამჟამად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება გამოკვლევებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საპირისპიროდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახათ“, – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.

შემთხვევა 21 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, ზურა ბერიძე, ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით კი საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა დაშავებული ფეხმძიმე ქალი, რომელსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული. ვერ მოხერხდა ნაყოფის გადარჩენაც.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close