fbpx
მოდა/სილამაზესაზოგადოება

რატომ იდანაშაულებს თავს დის გარდაცვალებაში გლამურული ქალბატონი? – დალი ჩიტალაძის ორი ტრაგედია (ვიდეო)

„სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, რომელმაც გადაცემაში თავისი ცხოვრების ორ დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა. 

ამ მომხიბვლელი ქალის დღესასწაულივით ცხოვრების მიღმა ბევრი ტრაგედია იმალება. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულესა და პრობლემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ახალგაზრდობაში ძმა დაკარგა, რამდენიმე წლის წინ კი უმცროსი და გამოეცალა ხელიდან.

როგორც იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს,დის გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა, რომ „ადამიანისთვის წლების მატება, დაბერება უფლის საჩუქარია“.

„ჩემთვის ეს თემა ყველაზე მტკივნეულია. როცა გყავს და-ძმა გვერდზე, ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. დღეს დავრჩი მარტო.

ორივემ შოკი მომგვარა ცხოვრებაში. როცა ადამიანი ავადმყოფობს, ალბათ ეგუები.

ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა…

რაც შეეხება დიანას, დაიძინა და არ გაიღვიძა… ეს არის ჩემი სატარებელი მძიმე ჯვარი, რომელიც ვერ მომინელებია. ჯერაც ძალიან მტკივა ერთიც და მეორეც“, – ამბობს გადაცემაში ჩიტალაძე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close