fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელიც საკუთარ დამსაქმებლებს ძარცვავდა

პოლიცია

ბერძნული მედიის ცნობით, ათენში დააკავეს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ქალი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში მცხოვრებ შეძლებულ ბერძნულ ოჯახებს ძარცვავდა.

იგი უკავშირდებოდა ოჯახებს, რომლებიც განცხადების მეშვეობით ეძებდნენ დამხმარეს, ახერხებდა მათზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას და მუშაობას იწყებდა, ხოლო როდესაც სახლში ფულის სამალავს აღმოაჩენდა, თანხას იპარავდა და უკვალოდ ქრებოდა.

გამოძიების მიერ უკვე დადგენილია ორი ასეთი შემთხვევა, როდესაც ქალმა ჯერ 20 და შემდეგ 18 ათასი ევრო მოიპარა.

პოლიციაში ბევრი ანალოგიური საჩივარია შესული და ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილის მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ამჟამად არის დადგენილი.

პოლიცია პროკურატურისგან მძარცველის ფოტოსურათის გამოქვეყნების ნებართვას ითხოვს, რათა მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების სრულად გამოძიება გაადვილდეს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close