კრიმინალიქართველები უცხოეთში

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ატიკაში სახლებს ძარცვავდნენ

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ტეხდნენ და  ძარცვავდნენ. დაკავებულთაგან 5 მამაკაცია – 22, 24, 33, 40 და 48 წლის, ერთი კი – ქალი, 46 წლის (ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, ქალი დაკავებული 3 ძმის დედაა). 

დანაშაულში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა 4 დეკემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი მათი ფოტოები და ვინაობაც გაასაჯაროეს.

საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა „Vor V Zakone“, სულ ცოტა, 24 ბინა გაძარცვა კიფსელიში, ექსარხიაში, ვირონაში, პეტრუპოლისში, ნეა სმირნიში, ნეოს კოსმოსში, დაფნიში, გალაციში, პალეო ფალიროში, კალითეაში, ზოგრაფუს ამბელოკიპში, ილიონსა და კიფისიაში. 24/7-ის ინფორმაციით, ჯგუფს 33 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც წარსულში ციხეშიც იჯდა.

ბერძენმა სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები, საფირმო ტყავის ნივთები, აგრეთვე, საზღვარგარეთ 90 ათასი ევროს გადარიცხვის და სალომბარდო ოპერაციის განხორციელების ქვითრები ამოიღეს.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, დაკავებულები ქუთაისის და კასპის მკვიდრები არიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close