fbpx
შეუცნობელი

რა მოხდება 2020 წლის 22 დეკემბერს და როდის დასრულდება პანდემია – ვანგამ თარიღი იწინასწარმეტყველა

ცნობილი ბრმა ბულგარელი წინასწარმეტყველის, ვანგელია გუშტეროვას, იგივე ვანგას პროგნოზების შესახებ დავა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ იგი 1996 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, მისი ახალი წინასწარმეტყველებები კვლავ და კვლავ ჩნდება. მაგალითად, ამ წლის მარტში იყო ინფორმაცია, რომ ვანგამ თურმე გააფრთხილა მსოფლიო კორონავირუსის შესახებ.

მისმა მეგობარმა და ნათლულმა, რუსმა ჟურნალისტმა სერგეი კოსტორნოიმ განმარტა, რომ მას ამ წინასწარმეტყველების გამხელის უფლება 2020 წლის დადგომამდე შვიდი დღით ადრე ჰქონდა. ახლა მას სურს, გააფრთხილოს საზოგადოება 2020 წლის 22 დეკემბრის შესახებ.

გარდა ამისა, ვანგას წინასწარმტყველების მიხედვით, კოსტორნოიმ გამოაცხადა თარიღი, როდის შემცირდება კორონავირუსი.

„2020 წლის 22 დეკემბერს ხუთი ორიანი დაიწერება თარიღში, – აღნიშნა კოსტორნოიმ და დასძინა, რომ თუ კაცობრიობა არ შეიცვლის აზრს, გააგრძელებს ფულის მოხვეჭას და ომებს, მაშინ შესაძლოა, მსოფლიო კიდევ ერთი სერიოზული პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს.

ვანგას ნათლული ასევე ამბობს, რომ მან იცის ვანგას მომავალი წლის წინასწარმეტყველების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებს, იმ გარკვეული ტაბუს გამო, რომელიც მრავალი წლის წინ ვანგამ დაუწესა.

ამასთან დაკავშირებით, კოსტორნოიმ აღნიშნა, რომ 22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ, რადგან ვანგას სიტყვები ამ თარიღთან დაკავშირებით ძალზე საგანგაშოა: „მზეზე გავთბებით, მაგრამ მზე შავ ჩრდილად დაეცემა”. – თქვა ვანგამ.

მან გაიხსენა, რომ 21 და 22 დეკემბერს, მეცნიერთა აზრით, მზეზე აფეთქება მოხდება.

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღს, კოსტორნოიმ, ვანგას წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2021 წლის 20 მარტს კორონავირუსი უკვე არააქტუალური იქნება.

1995 წელს ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ ხუთი ორიანის წელში (22.02.2020 და 22.12.2020) ეპოქალური მოვლენა მოხდებოდა მთელი კაცობრიობისთვის. პლანეტა მიიღებდა იმდენად საშინელ ვირუსს, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპებოდა.

„სარკის წელს შუქი შემობრუნდება და მთელი პრობლემა წამოვა ყვითელი ადამიანებიდან“, – ასე იწინასწარმეტყველა ვანგამ.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close