პოლიტიკასაქართველო

ოჯახი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა

კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მამა-შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები, რომლებსაც საჩუქრად ბინა გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მამა-შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები, რომლებსაც საჩუქრად ბინა გადასცა. კალაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახისთვის ბინის ჩუქების გადაწყვეტილების შესახებ წუხელ, 2:00 საათზე დაწერა ფეისბუქში.

„გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

„სინამდვილეში, ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ, საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს, სამშობლოს“, – წერს კახა კალაძე დღეს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში და მამა-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close