fbpx
newsიტალია

სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა (ვიდეო)

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ამოფრქვევამდე რამდენიმე საათით ადრე დაახლოებით 17 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ  euronews.com იუწყება. 

ვულკანის ამოფრქვევის კადრებზე ჩანს, რომ მისი კრატერიდან ლავის „შადრევანი“ იფრქვევა. ამ „შადრევნის“ სიმაღლე რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევდა. კრატერის ფერფლი და კვამლი ატმოსფეროში 5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ვულკანს უამრავი სპეციალისტი აკვირდებოდა. მათ დააფიქსირეს, რომ კრატერის ნაწილი გაიხლიჩა, რის გამოც ლავა მთის ფერდობზე ორი მიმართულებით დაიძრა.

ეტნის ამოფრქვევამ ე.წ. ფერფლის წვიმა გამოიწვია, რის გამოც სიცილიის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კატანიის ქუჩები, სახლები და ავტომობილები ფერფლით დაიფარა.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close