ეკონომიკა

ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა შარშანდელთან შედარებით 12,5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 15 ნოემბერს გამოაქვეყნა ინტერაქტიული პრესრელიზიფულადი გზავნილების სტატისტიკა 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი ანუ 562.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით  (18.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი მოდის იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდნაც გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 31.84 მლნ აშშ დოლარი შ ემოვიდა. მეორე ადგილზეა იტალია –  25.32 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ მოდის აშშ – 19.63 მლნ აშშ დოლარით, საბერძნეთი – 18.29 მლნ აშშ დოლარით. პირველ ხუთეულს ასრულებს ისრაელი – 13,72 მლნ აშშ დოლარით.

სხვა ქვეყნების (საიდანაც მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა) მონაცემები შეგიძლით ნახოთ ამ ცხრილში:

 

ამასთან, 2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (72.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით ნაკლებია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close