fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიელმა ცოლთან კამათის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

იტალიელი კაცი ცოლთან კამათის შემდეგ დასამშვიდებლად ქუჩაში გავიდა და 450 კილომეტრი ფეხით გაიარა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მისი მოგზაურობა კომოში დაიწყო. 48 წლის კაცი ერთი კვირის განმავლობაში უმისამართოდ დადიოდა, საბოლოოდ ის პოლიციამ ფანოში, ადრიატიკის სანაპიროზე ლოქდაუნის დარღვევისთვის გააჩერა. მან სამართალდამცველებს უამბო, რომ დღეში საშუალოდ 60 კილომეტრს გადიოდა, უცნობი ადამიანები კი საჭმელს სთავაზობდნენ. მისივე თქმით, მას ტრანსპორტი არ გამოუყენებია.

პოლიციამ მას შეზღუდვების დარღვევის გამო 400 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერა

მათ დაადგინეს, რომ ცოლმა კაცის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადა და მეუღლის პოვნის შესახებ შეატყობინეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close