იტალიაპოლიტიკა

ლომბარდია „ყვითელ ზონაში“ გადადის – ფონტანამ რეგიონის მცხოვრებთა ქცევა შეაქო

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა

კვირიდან [13 დეკემბერი] ლომბარდია ოფიციალურად გახდება „ყვითელი ზონა“, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.

„მინისტრმა სპერანცამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ როგორც წინაზე, ახლაც პარასკევს ხელს მოაწერს დადგენილებას, რომელიც შაბათს გამოქვეყნდება, ხოლო კვირას ძალაში შევა“, – დაწერა ფონტანამ.

მისი თქმით, შემცირების ტენდენცია ლომბარდიაში აშკარაა როგორც ვირუსის ცირკულაციის, ისე ჰოსპიტალიზაციის მხრივ ჩვეულებრივ და ინტენსიური თერაპიის პალატებში.

„შედეგი მიღწეულია ყველა ლომბარდიელის სამაგალითო ქცევით, როელთაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ყველას მოვუწოდებ, ყოველდღიური პასუხისმგებლობის ეს გზა გავაგრძელოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვირუსი ვაკონტროლოთ. Forza Lombardia!“ – წერს ატილიო ფონტანა სოციალურ ქსელში.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „ყვითელ ზონაში“ გადასვლა რეგიონს საშუალებას მისცემს, შეამსუბუქოს ზოგიერთი შეზღუდვა (მათ შორის, რესტორნების, ბარების და საზკვების სხვა ობიექტების მუშაობასთან დაკავშირებით).

დღეს საღამოს იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ახალი მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12756 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა (ჩატარდა 118 475 ტესტი, რაც 30 ათასით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით; აღსანიშნავია, რომ პოზიტიურობის დონე 10,8%-ია).

გასულ ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში კიდევ 499 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა.

შემცირდა პოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, მათ შორის, 25-ით შემცირდა ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რიცხვი (3320).

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მთლიანი რაოდენობა კი მილიონს მიუახლოვდა – გასულ 24 საათში მათი რიცხვი  39 266-ით გაიზარდა და 997 895 შეადგინა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close