ბუბა კიკაბიძე თუ ლადო კახაძე – ვინ წაიყვანს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას?
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა.
რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, შემდეგ კი იგი სიტყვას მისცემს პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც სხდომას გაუძღვება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე.
პარლამენტის უხუცესი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისს 82 წლის გახდა, თუმცა თუ ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და პარლამენტში არ შევა, სხდომას „ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი ლადო კახაძე წაიყვანს. ლადო კახაძე 27 ოქტომბერს 67 წლის შესრულდა.
მოლაპარაკებები გრძელდება. ამ დღეებში გაირკვევა, მოახერხებენ თუ არა სახელისუფლებო პარტია და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები შეთანხმების მიღწევას.
კომენტარები