fbpx
მედიცინატექნოლოგიები

რა არის „ჭკვიანი ბურთი“, რომელიც 27 წლის ახალგაზრდამ შექმნა და მილიონები ღირს?

ჯეიმს პრაუდს, რომელიც მხოლოდ 27 წლისაა, შეუძლია იამაყოს იდეით, რომელიც თავიდან ბევრისთვის აბსურდული და უცნაური ჩანდა, ახლა კი დაახლოებით 200 მილიონ დოლარად  შეფასდა.

პროექტი Hello ამჟამად 200 მილიონზე მეტი ღირს და მისი ფასი მუდმივად იზრდება. ეს არის ჩოგბურთის ბურთის ზომის ბურთი, რომელიც ხელს უწყობს ძილის ხარისხის  ამაღლებას.

ის მოთავსებულია საწოლთან და შეუძლია შეისწავლოს თქვენი  ძილის ხარისხი, თქვენი სუნთქვა, ტრიალებდით თუ არა საწოლში, რამდენჯერ გაიღვიძეთ და სხვა სასარგებლო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, ეს კი თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

მან შეიძლება გაგაღვიძოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღრმა ძილით გეძინათ განსაზღვრული დრო, რადგან დადასტურებულია, რომ თუ დროზე ადრე იღვიძებთ, დაღლილობას გრძნობთ, სტრესის ქვეშ ხართ  და გიჭირთ დღე-ღამის 24 საათის აღქმა.

ექიმები ამ აღმოჩენას  რევოლუციურს უწოდებენ, რადგან მას მთელი საავადმყოფო ერთ პატარა ტუმბოსთან მიჰყავს და შეუძლია იმ დაავადებებისგან გვიხსნას, რომლებიც ძილს უკავშირდება.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close