fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

პანდემიასთან ბრძოლის შვედური ექსპერიმენტი შეწყდა – შვედები, სხვა ევროპელების მსგავსად, ზამთრის სეზონს შეზღუდვებით ხვდებიან

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებზე უარის თქმის პოლიტიკის წარუმატებლობის შემდეგ შვედეთი თავის პანდემიურ ექსპერიმენტს ამთავრებს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთი ზამთრის სეზონს რიგი შეზღუდვებით იწყებს: აკრძალულია დიდი თავყრილობები, ალკოჰოლის გაყიდვა, დაიხურა სკოლები.

„მას შემდეგ, რაც გვიან შემოდგომაზე ინფექციის აფეთქებამ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა, შვედეთის მთავრობამ უარი თქვა თავის მცდელობაზე – დასავლეთ ევროპაში უნიკალურ მიდგომაზე – პანდემიის წინააღმდეგ ნებაყოფლობითი ზომებით ებრძოლა. სხვა ევროპელების მსგავსად, შვედები ზამთარს აკრძალვებით იწყებენ…“ – წერს The Wall Street Journal-ი.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის შვედეთი, რომლის მოსახლეობა 10,23 მლნ-ია (2019, Eurostat), ახალი კორონავირუსის 278 912 დადასტურებულ შემთხვევას ითვლის (2754 ინფიცირებული – 100 000 მოსახლეზე), კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი 7067-ს აღწევს, მაშინ როდესაც სკანდინავიის სხვა ქვეყნები – დანია და ნორვეგია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მოქმედებდა, გაცილებით ნაკლებად დაზარალდნენ ამ მხრივ: დანიაში (მოსახლეობა – 5,806 მლნ, 2019 წ. Eurostat) ახალი კორონავირუსით ინფიცირების 92 649 შემთხვევაა დადასტურებული (1597 – 100 000 მოსახლეზე), ნორვეგიაში კი (მოსახლეობა – 5,328 მლნ, 2019, Eurostat) – 38 540 (708 შემთხვევა – 100 000 მოსახლეზე).

რაც შეეხება გარდაცვლილებს, დანიაში კოვიდ-19-მა 894 ადამიანი იმსხვერპლა, ნორვეგიაში – 359, რაც შვედეთის მაჩვენებელზე (7067) გაცილებით ნაკლებია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close