
ირანელი ფიზიკოსი, ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ავტორი მოჰსენ ფაჰრიზადე თანამგზავრიდან მართული ტყვიამფრქვევით მოკლეს. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რამეზან შარიფმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თეირანის განცხადებით, Nissan-ის მარკის ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ტყვიამფრქვევი, რომელიც კომპიუტერულ, ხელოვნური ინტელექტის სისტემას იყენებდა და თანამგზავრიდან იმართებოდა.
ფაჰრიზადე თეირანის მახლობლად მომხდარი თავდასხმის შედეგად 27 ნოემბერს დაიღუპა. თეირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა.
წყარო: pia.ge
კომენტარები