fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

„თაიმის“ დეკემბრის ნომრის გარეკანი წარწერით – 2020, ყველაზე ცუდი წელი

ამერიკულმა გამოცემა „თაიმმა“ დეკემბრის ნომრის გარეკანზე დაწერა: 2020, ყველაზე ცუდი წელი და 2020 გადახაზა.

გამოცემა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე 2020 წლის შესახებ წერს.

„ამერიკის ისტორიაში უარესი წლებიც ყოფილა და ნამდვილად ყოფილა უარესი წლები მსოფლიო ისტორიაშიც, თუმცა ჩვენს უმრავლესობას, მათ, ვინც ახლა ვცხოვრობთ, მსგავსი არაფერი გვინახავს. 100 წელზე მეტის უნდა იყოთ, რომ გახსოვდეთ პირველი მსოფლიო ომის საშინელება და 1918 წლის პანდემია. დაახლოებით 90-ის უნდა იყოთ, რომ გამოგეცადათ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დიდმა დეპრესიამ მოიტანა და 80 წლის, რომ მეორე მსოფლიო ომი და მისი საშინელებები გახსოვდეთ. თუმცა, დანარჩენებს ამ ყველაფრისთვის მომზადების შესაძლებლობა არ გვქონია – განმეორებითი ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ ვუღალატეთ ბუნებას, ფანტაზიის გამო გაპროტესტებული არჩევნები და ვირუსი, რომელიც შესაძლოა ღამურისგან გავრცელდა და პლანეტაზე თითქმის ყველას სიცოცხლე თავდაყირა დააყენა, ხოლო დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, – წერს „თაიმი“.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close