მედიცინამსოფლიო

27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა

აშშ-ის ტენესის შტატში 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი გოგონა დაიბადა, რომელსაც მშობლებმა, თინა და ბენ გიბსონებმა, სახელად მოლი დაარქვეს. 3 კილოგრამი წონის ახალშობილმა საკუთარი დის, ემას რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ჩანასახიც გაყინულ მდგომარეობაში 24 წლის განმავლობაში ინახებოდა. 

მოლი და ემა გენეტიკურადაც ერთმანეთის დები არიან. ისინი ჩანასახის მდგომარეობაში ქალაქ ნოქსვილში მდებარე ემბრიონების დონაციის სახელმწიფო ცენტრში (NEDC) 1992 წელს გაყინეს, როდესაც მათი მომავალი დედა სულ რაღაც ერთი წლის იყო. გიბსონების წყვილმა ხელოვნური განაყოფიერების მიზნით აღნიშნულ დაწესებულებას პირველად 2017 წელს მიმართა. შესაბამისი პროცედურა თინას მარტში ჩაუტარდა, რაც წარმატებული ორსულობითა და მშობიარობით დასრულდა. ემა ქვეყანას იმავე წლის ნოემბერში მოევლინა.

მეორე ბავშვის გაჩენა გიბსონებმა მიმდინარე წლის დასაწყისში გადაწყვიტეს. თებერვალში მოლის ემბრიონი გაალღვეს, შემდეგ კი თინას საშვილოსნოში გადაიტანეს. ოპერაციას ორგანიზაცია NEDC-ის პრეზიდენტი და სამედიცინო დირექტორი ჯეფრი კინანი უძღვებოდა. გოგონამ დედის მუცელში სრული 9 თვე გაატარა, ოქტომბერში კი გიბსონების ოჯახს მისი სახით ახალი წევრი შეემატა.

ჯეფრი კინანის განცხადებით, დების მაგალითი ამტკიცებს, რომ გაყინული ემბრიონები სიცოცხლისუნარიანობას მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ. შესაბამისად, ჩანასახების ხანდაზმულობა ხელოვნური განაყოფიერების შედეგზე გავლენას არ ახდენს. ამის მიუხედავად, მედიცინაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათზე პასუხის გაცემას მალე შევძლებთ.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close