ჰოროსკოპი

მუტაციის ბოლო წელი – 2021, ვის მოუტანს ბედნიერებას ხარი?

ასტროლოგები 2019-იდან 2021 წლამდე პერიოდს „დიდ მუტაციას“ უწოდებენ. ტრანსფორმაცია განსაკუთრებით ვირთხის წელმა – 2020 -მა განიცადა, რომელმაც მთლიანად თავდაყირა დააყენა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.

ბევრს ვირთხის წელმა ახალი შესაძლებლობები მისცა კარიერაში, სიყვარულსა თუ თავგადასავლებში, ბევრს კი ცხოვრება გაურთულდა – დაკარგა სამსახური, შეუმცირდა შემოსავლები და სხვა.

ეს ტრანსფორმაცია ხარზეც აისახება.

ხარი კი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და მომხდარ ამბებზე მკვეთრად რეაგირებს. ეს მისი სისუსტეა, ამიტომ 2021 წელს ზედმეტი ემოციებისგან უნდა გათავისუფლდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც დაგეგმილი გაქვთ, შედეგს არ მოიტანს.

მომავალი წელი ბევრ სიურპრიზს გვპირდება, იქნება ენერგიული და სიცოცხლისუნარიანობით გამორჩეული. თეთრი მეტალის  ხარი საკმაოდ კონსერვატიულია – ის ხელშემწყობი იქნება მათთვის, ვინც დაუღალავად მუშაობს, ეყრდნობა საკუთარ თავს და პატიოსნად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

ყველაზე იღბლიანი და გამორჩეული შესაძლებლობის წელი იქნება, ლიდერული თვისებების მქონე, აუღელვებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შესწევთ ძალა დაბრკოლებების გადასალახად.

საერთოდ, 2021 წელს უმჯობესია, იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ნაკლები დრო დაკარგოთ უცხო ადამიანებზე ზრუნვით. ეს განსაკუთრებით ეხება კარიერას და ბიზნესს.

2021 წელი კომფორტული წელია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ამ სფეროში დამწყები ადამიანებისათვის. მარტოხელა ადამიანები ბოლოს და ბოლოს შეხვდებიან იმას, ვისაც ელიან და ეტყვიან, რომ უყვართ. ხოლო ისინი, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, უფრო მარტივად შეძლებენ საერთო ენის გამონახვას. მთავარია გახსოვდეთ, რომ დათმობასა და დიალოგზე წასვლა ზოგჯერ აუცილებელია. სხვა შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა დასრულდება.

2021 წელი – აყვავებისა და ზეიმის პერიოდი იქნება ემოციური გრძნობების კუთხით. ზოდიაქოს წრის წარმომადგენლები თავს უკეთ იგრძნობენ, განწყობაც ამაღლებული იქნება. გაზაფხულიდან, როცა ბუნება გამოიღვიძებს და დათბება, ადამიანების ურთიერთობებშიც თბილი გრძნობები გაჩნდება, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება წლის შუა ნაწილში, თუმცა უკლებლივ ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ასეთი სასიამოვნო ვერ იქნება მომავალი წელი.

თეთრი მეტალის ხარის წელიწადი მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ გააცოცხლოთ და განახორციელოთ თქვენი იდეები, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი და იზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე, იპოვოთ უფრო პერსპექტიული სამსახური, თუმცა მოგიწევთ, ყველაფერი გონივრულად დაგეგმოთ და გააზრებულად იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შედეგი არ გამოიღოს თქვენმა მცდელობამ.

2021 წელი გპირდებათ ფინანსურ სიძლიერეს და ისეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენას, რომელსაც აქამდე ვერ ახერხებდით. უფრო მეტიც, შეძლებთ მოგზაურობას, რაც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ წელს გაიზრდება კონკურენაცია. ბევრ ადამიანს გაუჩნდება მოტივაცია და პირველობის სურვილი.

2021 წელს თუ გარისკავთ და რამდენიმე საქმეს ერთად შეუდგებით, შეიძლება არასწორ გზას დაადგეთ. 2021 წელს სწრაფად, მაგრამ გათვლებით უნდა იმოქმედოთ.

ეს წელი იდეალური პერიოდია ძვირადღირებული საყიდლებისთვის. შეგიძლიად თამამად შეიძინოთ ყველაფერი რაც გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ველოსიპედი ან მანქანა, დახარჯეთ ფული მოგზაურობასა და შვებულებებში. სასარგებლო იქნება ფულის ახალ გამოცდილებებსა და ემოციებში დაბანდება.

წლის მთავარი ფერი იქნება თეთრი. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ თეთრი ფერი აქტიურად გამოვიყენოთ ტანსაცმელში, დეკორაციებსა და საახალწლო ინტერიერში.

ახალი წლის დასახვედრად უმჯობესია სახლი მშვიდ ფერებში მოვრთოთ: კრემისფერი, ყავისფერი, რძიანი, ლურჯი და ნაცრისფერი ჩრდილები ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. მოერიდეთ წითელი სამოსის ჩაცმას, ამით შეიძლება წლის მთავარი „გმირი“ გააბრაზოთ. გამოიყენეთ ვერცხლის აქსესუარები, შეარჩიეთ მოდური სამკაულები, ჩანთები და ფეხსაცმელი.

საახალწლო სუფრაზე არ დადოთ ძროხის ხორცი, მაგრამ შეგიძლიათ ხორცის სხვა სახეობები გამოიყენოთ. ხარს უყვარს ტკბილეულის წვეულება. საახალწლო მენიუში შეიტანეთ ხილისა და ნარების ჟელეები, ნამცხვრები და კოქტეილები.

კარგი იქნება, თუ 2021 წელს მეგობრულ კამპანიაში, მსუბუქ და მყუდრო ატმოსფეროში შევხდებით. განწყობის შესაქმნელად მოიფიქრეთ კონკურსები, საინტერესო თამაშები და სიმბოლური საჩუქრები. ასე რომ, სიხარულით შეხვდით თეთრი მეტალის ხარის წელს და ის აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

2021 წელს სასიყვარულო სფეროში იყავით უფრო გამბედავი და თამამი, თუ გრძნობთ, რომ მოსწონხართ ვინმეს, მალევე იმოქმედეთ, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი პირდაპირობაა. საჭიროა, გულწრფელად ესაუბროთ რჩეულს და გაუმხილოთ სიმპათიები.

თეთრი მეტალის ხარის წელი ძალიან ხელსაყრელი დროა ხელისა და გულის შესათავაზებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ, ნაკლებად პრეტენზიულები იყავით ახლობლების მიმართ, რათა თავიდან აირიდოთ მათი უკმაყოფილება და ნეგატიური დამოკიდებულება.

ასევე, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, ვინმესთან გაწყვიტოთ ურთიერთობა, ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან სხვა ადამიანებისგან გამოწვეულმა ნეგატიურმა ფონმა შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოთ.

2021 წლის შემოსვლისთანავე შესაძლოა ბევრი ადამიანი გახდეს აგრესიული. ვისაც კი ასეთი ხასიათი აღმოაჩნდა, ურთუერთობაში გადაკვეთენ წითელ ხაზს, თუმცა ამას შეგიძლიათ დადებითი კუთხით შეხედოთ, ნაკლებად მოტყუვდებით და კარგად შეძლებთ ასეთი ადამიანების ამოცნობას. გაითვალისწინეთ, რომ ხარი ვერ იტანს ემოციების შეკავებას, ამიტომ მზად იყავით, თუ თქვენ გარშემო ვინმე ვერ შეძლებს საკუთარი ემოციების მართვას.

ზოგადი ტენდენციები თითოეული ნიშნისთვის

ვერძი

2021 წელი ვერძებისთვის პოზიტიური სიახლეებით დაიწყება და წარმატება მთელი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჰოროსკოპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება. 2021 წლის შუა პერიოდში ახალი გამოწვევები გაჩნდება კარიერაში. გამკლავება უარყოფითი ემოციების კონტროლით შეგიძლიათ, თუმცა ეს ყოველთვის ეფექტური ვერ იქნება.
შემოდგომიდან გარკვეული სირთულეები იქნება და წლის ბოლოსკენ ვერძები საკუთარ თავს იპოვნიან.

კურო 

2021 წელი კუროს პროფესიული გეგმების შესრულებაში დაეხმარება. ზოდიაქოში ნათქვამია, რომ ამ წელს კუროებს პირადი და კარიერული წარმატება ექნებათ. შემოქმედებითი გზით შეუძლიათ გარკვეული სირთულეების დაძლევა და ამით თავადაც კმაყოფილები იქნებიან. 2021 წელს კუროსთვის ისევ გამოწვევად რჩება საკუთარი თავის პოვნა, რაც მათ ძალიან სტანჯავს, ამიტომ წლის განმავლობაში ზოგჯერ გაურკვევლობის განცდა ექნებათ.

ტყუპი 

ტყუპებისთვის 2021 წელი განსაკუთრებული პერიოდია. წარმოუდგენელი წარმატება და მხოლოდ უმნიშვნელო პრობლემები იქნება მათ ცხოვრებაში. 2021 წელი დიდხანს ნანატრი დროა ამ ნიშნისთვის, რადგამ ის ბოლოს მოუღებს ყველა პრობლემას და საშუალებას მოგცემთ, ბევრი რამ თავიდან დაიწყოთ.
ტყუპებისთვის გაიხსნება წინასწარმეტყველების არხი, თუმცა პირად ცხოვრებაში ფრთხილად უნდა იყვნენ. უმჯობესია, თუ საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო მეტ ზრუნვას გამოიჩენთ.

კირჩხიბი

კირჩხბებისთვის 2021 წელი უხალისოდ დაიწყება. სატურნის შესვლა თხის რქის ნიშანში შესაძლებლობას არ მოგცემთ, რომ მოდუნდეთ და მოვლენებს ასე გაჰყვეთ. აუცილებლად მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევის გაღება წარმატებისთვის. ასევე, სატურნი სიმტკიცისა და უარის თქმის უნარით დაგაჯილდოებთ. 2021 წელი გარკვეული სირთულეებით დაიწყება, თუმცა თქვენი ადამიანური თვისებები ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ლომებისთვის 2021 წელს მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა გამოიჩინონ. ეს სიმტკიცე ბევრ საკითხზე მოახდენს გავლენას. შეუპოვრობა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, რაც დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. ჰოროსკოპის მიხედვით, 2021 წელს ლომებს გაუმართლებთ, რადგან ღრმა ემოციურ კავშირს იგრნობენ მათგან, ვინც უყვართ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნერვებს გაუფრთხილდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან 2021 წელი მარტივი არ იქნება.

ქალწული 

ქალწულებისთვის 2021 წელი მოულოდნელობებითა და პოზიტიური სიახლეებით იქნება სავსე. კრეატიულობა და ენთუზიაზმი ყველა საქმეში თან გდევთ. ქალწულებს 2021 წელს ცხოვრებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუმძაფრდებათ, განსაკუთრებით კი ეს ხელოვანი ქალწულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ეს წელი ახალი იდეების დაბადების წელია თქვენს ცხოვრებაში. „ქალწულებს ყველაფერი კარგად აქვთ. ერთადერთი, საცხოვრებლის თემა შეუქმნით გარკვეულ სირთულეს“, – ამბობენ ასტროლოგები.

სასწორი

სასწორისთვის მომავალი წელი ყველაზე წარმატებული იქნება. სატურნისა და იუპიტერის გადასვლა ორმაგ ენერგიას მიანიჭებს და ხელს შეუწყობს კეთილგანწყობის მოპოვებასა და იგრვლივ მყოფთათვის ურთიერთობა უფრო სასიამოვნი იქნება. ზოგჯერ მოგიწევთ, რომ გარკვეული ნიღაბი მოირგოთ, მაგარამ ეს ყოველთვის ცუდი არ არის. შედეგი არ დაგაღალატებთ, თუმცა შესაძლოა დაუდევრობამ გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. თავიდან მიღებული გადაწყვეტილებები უფრო გაამართლებს.

მორიელი

მორიელები ენერგიულები, მამაცები და გადაწყვეტილებების მარტივად მიმღებნი იქნებიან. ამ ნიშანს შეუძლია დადგეს მტკიცედ მაშინ, როცა იცის, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. ეს დამოკიდებულება გავლენას მოახდეს როგორც ფინანსურ, ისე პირად ურთიერთობებზე. შესაძლოა ბევრი მოგზაურობა იყოს თქვენს ცხოვრებაში, რაც სტრესსა და ზედმეტ დაძაბულობას აგარიდებთ. ამავე დროს, როგორც ასტროლოგები ამბობენ, უმჯობესია მორიელები პოზიტივის მიმართ ცოტა უფრო ფრთხილად იყვნენ.
„მორიელებისთვის ძალიან დიდი სიხარული და გართობა შესაძლოა კარგად არ დასრულდეს, ამიტომ ფრთხილად იყავით, თუ სადმე დასასვენებლად დაგეგმავთ წასვლას“, – ამბობენ ასტროლოგები.

მშვილდოსანი 

მშვილდოსნებს 2021 წელს ბევრ სიურპრიზს უწინასწარმეტყველებენ. წარმატებასთან ერთად იღბალიც მათი თანმდევი იქნება. დადებითი ცვლილებები განსაკუთრებით განათლებაზე იმოქმედებს და სასწავლო პროცესს უფრო ეფექტიანსა და შედეგიანს გახდის. ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსნები 2021 წელს მოახერხებენ და ყველა საქმეს გაუმკლავდებიან. ნეგატიურ ემოციებს დაძლევენ და შეძლებენ, უკეთესად მართონ თავიანთი ცხოვრება.

თხის რქა

მშრომელ თხის რქებს დაუვიწყარი და ღირებული გამოცდილებები ელით 2021 წელს. მთელი 12 თვე პროდუქტიული იქნება. ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს მათ მომავალზე. მყისიერი გადაწყვეტილებები კი პოზიტიურ შედეგს მოუტანს თითოეულ მათგანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ წლის დასაწყისი თხის რქებისთვის შედარებით რთული იქნება. ეს განსაკუთრებით ფინანსურ სფეროს ეხება, თუმცა დანარჩენ თვეებში სიტუაცია უფრო მარტივი იქნება.

მერწყული 

მერწყულების უმრავლესობა 2021 წელს ძალიან მნიშვნელოვან ახალ გამოცდილებას შეიძენს. თავდაპირველად, შესაძლოა რთული და სტრესული სიტუაცია გქონდეთ და არ გიმართლებდეთ, ამიტომ მოგიწევთ, რომ ბევრი ცვლილება დაგეგმოთ, თუმცა ეს ცვლილებები არ უნდა იყოს სპონტანური. ხარს სიჩქარე არ უყვარს. ჯობს კარგად დაფიქრდეთ, ცოტა დაელოდოთ და ნელ-ნელა გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.„მთელი წელი კარგი იქნება მერწყულებისათვის. ფული, ჯანმრთელობა და მოგზაურობა დადებით გავლენას მოახდენს მათზე“, – ამბობენ ასტროლოგები.

თევზები 

მომავალი წელი გამოწვევების წელი იქნება თევზებისთვის, მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი ორაზროვანი იქნება. მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სტაბილური პროგრესი შეინიშნება. თევზებს უბრალოდ დალოდება მოუწევთ. თევზებმა 2020 წელს მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს, 2021 წელს კი ეს უნარები ახალი ნაცნობების გაჩენასთან, მოგზაურობასა და სხვა სასიამოვნო მოულოდნელობასთან იქნება დაკავშირებული, მაგრა, რთულ მომენტებს ვერ გაექცევით. ასტროლოგები ამბობენ, რომ თევზებისთვის 2021 წელი რთული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ საქმიანი ურთიერთობების გადაწყვეტას ვერ შეძლებენ, ამიტომ კარგად დაფიქრება მოგიწევთ, რას გააკეთებთ და სად წახვალთ. თითოეული ნაბიჯი უნდა გაიაზროთ.

heretifm.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close