fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიაში Rt 1,08-მდე შემცირდა – კალაბრია, ლომბარდია და პიემონტი „წითელი ზონიდან“ „ნარინჯისფერში“ გადადის

ლიგურია და სიცილია „ნარინჯისფრიდან“ „ყვითელ ზონაში“ გადავა

იტალიის სამი რეგიონი, რომელიც აქამდე „წითელ ზონად“ იყო გამოცხადებული, „ნარინჯისფერში“ გადავა, ხოლო ლიგურიას და სარდინიას „ნარინჯისფრის“ ნაცვლად შედარებით უსაფრთხო, „ყვითელი ზონის“ კვალიფიკაცია მიენიჭება. დადგენილებას ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა მოაწერს ხელს და ის 29 ნოემბრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს

შობის წინ პრემიერ-მინისტრი ახალ დეკრეტს (DPCM) გამოსცემს, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური სცენარის გათვალისწინებით მუშავდება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ზამპა უკვე აცხადებს, რომ ღამის გადაადგილების შეზღუდვა შობასაც 22:00 საათიდან იქნება.

ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტისა (ISS) და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული მონიტორინგის თანახმად, ინფექციის გადაცემის ინდექსი (Rt) იტალიაში შემცირდა და ბოლო კვირის მონაცემებით ამჟამად მთლიანად ქვეყანაში საშუალოდ 1,08-ს შეადგენს. Rt-ს საშუალო მაჩვენებელი რეგიონების უმეტესობაში 1-იდან 1,25-მდე მერყეობს, 4 რეგიონში კი 1-ზე დაბალია, რაც ტრანსმისიულობის (ინფექციის გადადება) მნიშვნელოვან შემცირებაზე მეტყველებს.

ამ კვირაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, შეინიშნება ქვეყანაში Covid-ით დაავადების შემცირება, თუმცა 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მაღალი რჩება (706,27 ბოლო 2 კვირის მონაცემებით; წინა 2 კვირის პერიოდში იყო 732,6). მონიტორინგის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლები ისევ იზრდება.

10 რეგიონი ისევ რჩება მაღალი რისკის კატეგორიაში, დანარჩენები – ზომიერი რისკის კატეგორიაში, მათგან 7 რეგიონი არის იმ რეალობის წინაშე, რომ შესაძლოა მომვალ თვეში მაღალი რისკის კატეგორიაში გადავიდეს, შესაბამისად, ამ რეგიონების მთავრობებისთვის დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაცია, შეაფასონ შეზღუდვების მომავალი შემსუბუქების მიზანშეწონილობა.

მონიტორინგის პროექტში ნათქვამია, რომ აუცილებელია ადამიანები მაქსიმალურად მოერიდონ კონტაქტებს თავიანთი სახლის/ოჯახის გარეთ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, და სახლში დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს.

ექიმები მთავრობას მიმართავენ მოწოდებით, არ შეამსუბუქონ შემზღუდავი ზომები. მათი თქმით, „მონაცემები აჩვენებს Sars-Cov2-ის ეპიდემიის ზრდის შენელების ნიშნებს“, თუმცა საავადმყოფოების სისტემა მძიმე დღეშია, განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებების და კოვიდზონების მაღალი დატვირთვის გამო, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს, „გასულ კვირაში გვქონდა 200 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, 4980 ლეტალური შემთხვევა და სიმპტომების მქონე 34 000-ზე მეტ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“, – ასეთია Intersindacale of the Medical, Health e Veterinary Management-ის მიმართვა საშობაო დღესასწაულებზე „გახსნასთან“ დაკავშირებით.

„ლომბარდიელთა მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით, ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ახლა „ნარინჯისფერ ზონაში“ ვართ და ისევ შეგვიძლია გავხსნათ მაღაზიები“, – დაწერა დღისით ტვიტერზე ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ.

ასევე, პიემონტიც „ნარინჯისფერ ზონაში“ გადადის, „რეგიონში Rt, ბოლო კვირის მონაცემებით, საშუალოდ 0,9-ს უდრის, როდესაც პიემონტის „წითელ ზონად“ გამოცხადების დროს Rt 2,16 ნიშნულზე იყო, ეს ნიშნავს, რომ პიემონტელთა მსხვერპლმა ნაყოფი გამოიღო“, – განაცხადა  Sky-ს ეთერში რეგიონის პრეზიდენტმა ალბერტო სირიომ. მისივე თქმით, მიღწეული შედეგი რომ არ დაიკარგოს, მიიღებს დადგენილებას, რომელშიც მკაცრად განსაზღვრავს ზომებს სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანთა თავმოყრა. აგრეთვე, სხვა დაწესებულებებთან დაკავშირებითაც, რომლებმაც სწორად უნდა გააგრძელონ ფუქნციონირება, ყოველთვის დიდი სიფრთხილით.

ევროკავშირიც აგრეთვე იუწყება, რომ იქნება ერთიანი ორიენტაცია შობის დღესასწაულთან დაკავშირებით – მომავალ კვირაში წევრი ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რათა შეთანხმებული, კოორდინირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ამის შემდეგ ევროკომისია წარმოადგენს ევროკავშირის ერთიან ორიენტაციას მომავალი სადღესასწაულო კვირებისთვის.

რაც შეეხება სტატისტიკას, გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 28 352  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (გაკეთდა 222 803 ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 12,7%), 827 ადამიანი გარდაიცვალა, 35 467 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს იტალიელი სპეციალისტები ქვეყანის მოსახლეობაში ხანდაზმული ადამიანების დიდი წილით ხსნიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close