მედიცინამსოფლიო

„გასროლა იტალიაში“: გერმანელმა ეპიდემიოლოგმა პანდემიის სენსაციური ვერსია გამოთქვა

ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის იტალიური შტამია გავრცელებული, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთში განიცადა მუტაცია და ამას ყურადღება არავინ მიაქცია, განაცხადა გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდერ კეკულემ ტელეარხ ZDF-ის ეთერში

„გლობალური პანდემიისთვის სასტარტო გასროლა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, დღეისათვის COVID-19-ით დაავადებულთა 99% სწორედ იტალიური შტამითაა ინფიცირებული.

კეკულეს განმარტებით, კორონავირუსი SARS-nCov-2, რომელიც პირველად ჩინეთის უჰანში გაჩნდა, შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამაც მას მუტაციისა და ადამიანებზე კარგად ადაპტაციის საშუალება მისცა.

გერმანელი ექიმი ევროპელებს სერიოზულ შეცდომად უთვლის იმას, რომ თავიდანვე არ მიაქციეს შესაბამისი ყურადღება კორონავირუსის საფრთხეს და ის არავინ აღიქვა სერიოზულად. და ეს მაშინ, როდესაც ისეთი ვირუსები, როგორიც COVID-19-ის აღმძვრელია, ვრცელდება არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში, განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე, როცა პირველად იჩინა კიდეც თავი ვირუსმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close